|
2025-04-10 19:20:15, 560 ნახვა
პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი - ახალი სამართლებრივი განაცხადი გაკეთდა ბრიტანეთის მხრიდან
დღეს ვნახეთ, რომ თვისობრივად ახალი სამართლებრივი განაცხადი გაკეთდა ბრიტანეთის მხრიდან - იმიტომ, რომ დასანქცირებულთა შორის არიან თანამდებობის პირები, ვინც არა აქტიური მოქმედებებისთვის დასანქცირდნენ, არამედ უმოქმედობისთვის , - ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ ოთხი ქართველი ოფიციალური პირის მიმართ სანქციების დაწესებას. როგორც ნაცვლიშვილი თავის განცხადებაში აღნიშნავს, "მე ხალხი არ დამირბევია და შესაბამისად - არაფერი დამიშავებია" აღარ მუშაობს. „რატომ არის უმნიშვნელოვანესი დღეს დაწესებული 4 ახალი სანქცია ბრიტანეთის მხრიდან? იმიტომ, რომ დასანქცირებულთა შორის არიან თანამდებობის პირები, ვინც არა აქტიური მოქმედებებისთვის დასანქცირდნენ, არამედ უმოქმედობისთვის, როდესაც მათი თანამდებობრივი მდგომარეობა და კანონი მათ მოქმედებას ავალდებულებდა. აქამდე ჩვენ ძირითდად იმათი დასანქცირების მოწმეები ვიყავით, ვინც უშუალოდ გასცა ადამიანის უფლებების დარღვევის ბრძანება და/ან ხელმძღვანელობდა მის აღსრულებას. დღეს ვნახეთ, რომ თვისობრივად ახალი სამართლებრივი განაცხადი გაკეთდა ბრიტანეთის მხრიდან, ზუსტად ისეთი, როგორსაც ითხოვს ადამიანის უფლებათა სამართალი: მარტო იმ შემთხვევაში კი არ დასანქცირდებით, როდესაც ხალხს არბევთ და სცემთ, არამედ მაშინაც, როდესაც გევალებათ სხვების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და არ იძიებთ! ამიტომ, "მე ხალხი არ დამირბევია და შესაბამისად - არაფერი დამიშავებია" აღარ მუშაობს. ამ დასანქცირებულებს რაღა ეშველებათ და სხვა პირებმა გაითვალისწინოთ, სჯობს, სამსახურებრივი მოვალეობის არშესრულებისთვისაც დაისჯებით“,- წერს ნაცვლიშვილი თავის „ფესიბუქ“ პოსტში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)