|
2025-04-10 16:49:40, 448 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ჩიკვაიძე - ვითვალისწინებ ყველას თხოვნას და 7 დღით ვწყვეტ შიმშილობას
ვითვალისწინებ ყველას თხოვნას და ზუსტად 7 დღით ვწყვეტ შიმშილობას 30 დღიანი შიმშილობის შემდეგ, - ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ჩიკვაიძე აღნიშნავს, აღნიშნული საქციელით, სურს „პენიტენციურ დაწესებულებას, ხელიდან გამოაცალოს საფუძველი, რომ 17 აპრილისთვის არ ჰქონდეთ რაიმე საბაბი და სასამართლოზე არ დაასწორონ“. „დიდი მადლობა სინდისის პატიმრების დედებს თანადგომისთვის; ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც მთხოვდა, რომ შიმშილობა შემეწყვიტა. ვითვალისწინებ ყველას თხოვნას და ზუსტად 7 დღით ვწყვეტ შიმშილობას 30 დღიანი შიმშილობის შემდეგ, ამ ჟესტით, პენიტენციურ დაწესებულებას, რომელიც მოქმედებს პროკურატურასთან ალიანსში, მინდა ხელიდან გამოვაცალო საფუძველი, რომ 17 აპრილისთვის არ ჰქონდეთ რაიმე საბაბი და სასამართლოზე არ დამასწრონ”, - წერს ჩიკვაიძე. ის მიმართავს მისი საქმის მოასამართლეს. „17 აპრილი დიდი ხუთშაბათია; დიახ, ქალბატონო იზა კელენჯერიძე, ნამდვილად 33 ვერცხლია თქვენი და იმ დაწესებულების ფასი, რომელსაც წარმოადგენთ და სასამართლოს ეძახით. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ვერც მაგ 33 ვერცხლს მიიღებთ, რადგან, სავარაუდოდ, ინფორმირებული ხართ, რომ თქვენი გვარი ბრიტანული და ევროპული სანქციების ახალი ტალღის პირველ ათეულშია. ასევე, 17 აპრილს გამხელთ თქვენ და პროკურატურას ერთად, თუ როგორ მოქმედებთ შეთანხმებულად. შეგახსენებთ, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რაც თქვენმა უსამართლო გადაწყვეტილებამ დამმართა - მე დაზიანებული მაქვს თავის ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მოძრაობასა და მხედველობაზე, მაგრამ ძალიან კარგად მიმუშავებს მეტყველების და აზროვნების ნაწილი. ამ ჯერზე, გაიძულებთ, რომ გაითვალისწინოთ ჩემს მიერ დაყენებული შუამდგომლობები,რომელიც დაკავშირებული იქნება თქვენი ქმედებების შედეგად მტკიცებულებების განადგურებასთან, რაც შეჯიბრებითობის პრინციპს არღვევს, ასევე საზოგადოებას და თქვენც მოგიყვებით თუ რას შეეწირა კორუმპირებული ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის უფროსი ბ-ნი რამიშვილი და რა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა ფინანსური პოლიციის კრიმინალურმა დაჯგუფებამ ეგრეთწოდებული სპეცოპერაციის დროს. ეს ყველაფერი შემხებლობაშია ჩემს საქმესთან. როგორც ვიცი, თქვენ ლექციებს კითხულობთ; შესაბამისად, მინდა საზოგადოებამ და სტუდენტებმა იცოდნენ თქვენს მიერ ჩადენილი უსამართლობისა და ბოროტების შესახებ. გპირდებით, რომ თქვენი და ჩემი გადაკვეთის წერტილი იქნება პრეცედენტული. მეგობრებო, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას სოლიდარობისთვის, ჩვენ ვიმარჯვებთ და ეს ასეც იქნება! სინდისის პატიმრებო, გამაგრდით! ძალიან მალე ყველაფერი კარგად იქნება“, - წერს ჩიკვაიძე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)