|
2025-04-09 21:58:10, 5550 ნახვა
სპორტი
სომხეთთან მატჩის შემდეგ ინციდენტის გამო, ფედერაცია 40 000 ევროთი დაჯარიმდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, უეფას გადაწყვეტილებით, "გულშემატკივართა მხრიდან მოედანზე შევარდნის, ლაზერული სანათების, პიროტექნიკის გამოყენებისა და გასასვლელების ბლოკირებისთვის", ფედერაცია 40 000 ევროთი დაჯარიმდა, ერთა ლიგის შემდეგ სეზონში კი საქართველოს ნაკრები ერთ საშინაო მატჩს მაყურებლების გარეშე გამართავს. "აღნიშნული სასჯელი ეხება იმ გათამაშებებს, რომელზეც უეფას სადისციპლინო კომპეტენცია ვრცელდება. შესაბამისად, სასჯელი არ ვრცელდება ამხანაგურ მატჩებსა და 2025 წლის შემოდგომაზე გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს. უეფას გადაწყვეტილება ასევე მოიცავს ორწლიან გამოსაცდელ ვადას. ორი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს კვლავ უმაყურებლოდ ითამაშებს." - წერს ფედერაცია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)