|
2025-04-09 19:45:16, 606 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ მეტი მზაობის გამოჩენა
ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ მეტი მზაობის გამოჩენა, რათა ხელისუფლებასთან აწარმოონ დიალოგი და ჰქონდეთ პარტნიორული ურთიერთობები, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალენ ბერსეს კომენტარზე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ ბერსემ აღნიშნა, რომ „საქართველოში სიტუაცია არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა, მაგრამ შეიძლებოდა, ბევრად უარესი ყოფილიყო, გვჭირდება მეტი კონტაქტი, ერთად მუშაობა, მალე დავუკავშირდები მმართველ პარტიას, პრემიერ-მინისტრს“. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ყველამ უნდა აღიაროს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელთანაც დიალოგი აუცილებელია. „ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ მეტი დიალოგი და მეტი მზაობის გამოჩენა, რომ ხელისუფლებასთან აწარმოონ დიალოგი და ჰქონდეთ პარტნიორული ურთიერთობები. ბატონ ბერსეს ვიზიტს ბულინგი მოჰყვა როგორც შიდა, ისე გარე პოლიტიკური აქტორების მხრიდან. ამიტომ თუ რაიმე პოზიტიური ძვრები იქნება, ჩვენ ამას მივესალმებით. უბრალოდ ყველამ უნდა აღიაროს ქართველი ხალხის არჩევანი, ყველამ უნდა აღიაროს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელთანაც აუცილებელია დიალოგის წარმოება“, – აღნიშნა სამხარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)