|
2025-04-09 18:38:01, 585 ნახვა
პოლიტიკა
სებასტიან ტინკინენი - მშვიდად ვუყურებდით, როგორ გადაიქცა საქართველო ავტორიტარულ სახელმწიფოდ
ევროკავშირის მიერ დღემდე მიღებული ზომები საქართველოში არსებული ვითარების სიმძიმეს არ ასახავს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სებასტიან ტინკინენმა (ფინეთი) ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხებში მუდმივი მომხსენებლის, რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოს შესახებ 2024 წლის ანგარიშის პროექტის წარდგენისას განაცხადა. ფინელმა ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ ანგარიშის პროექტს, რომელიც „საქართველოს რეჟიმზე გაზრდილი ზეწოლის მოწოდებით გამოდის“, მიესალმება. „ჩვენ მეტ-ნაკლებად მშვიდად ვუყურებდით იმას, თუ როგორ გადაიქცა საქართველო ავტორიტარულ სახელმწიფოდ, მათ შორის, რუსეთის მიერ შთაგონებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონები და საპროტესტო აქციებისა და ოპოზიციის სასტიკი ჩახშობა. ეს ჩვენი მხრიდან საშინელი მარცხია. ევროკავშირი უფრო მკაცრი და გადამწყვეტი უნდა იყოს, როდესაც ვხედავთ, რომ კანდიდატი ქვეყანა ხდება ადგილი, სადაც ჩვენი მტრების იდეალები ასეთ დომინანტობას იძენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეცდომა აღარ გავიმეოროთ“, - განაცხადა ტინკინენმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)