|
2025-04-09 13:02:28, 560 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - 9 აპრილის მემკვიდრეობა გვაიძულებს, დავამარცხოთ ივანიშვილის მოღალატე რეჟიმი
9 აპრილის მემკვიდრეობა გვაიძულებს, დავამარცხოთ ივანიშვილის მოღალატე რეჟიმი - ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რომლისთვისაც 9 აპრილის გმირებმა იბრძოლეს: ეროვნულ დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ღირსებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს, როგორც 1989 წლის 9 აპრილს, კვლავ ვდგავართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში. „სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. „9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ – ასე თქვა ზვიად გამსახურდიამ, როდესაც წაიკითხა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. სულ ვფიქრობ, რა აძლევს ასე დიდ ენერგიას და დინამიზმს მის სიტყვებს?! ალბათ ის, რამდენი ხანი იბრძოდა და ემზადებოდა ამისთვის. 11 წლის ვიყავი და ახლაც მახსოვს ის ემოცია, რომლის აღწერა სიტყვებით არ შემიძლია. ბავშვური განცდა, რომ რაღაც დიდი და განსაკუთრებული ხდებოდა, რაც მთლიანად შეცვლიდა ჩვენს მომავალს. დღეს, როგორც მაშინ, ჩვენ კვლავ ვდგავართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში. 9 აპრილის მემკვიდრეობა გვაიძულებს, დავამარცხოთ ივანიშვილის მოღალატე რეჟიმი. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რომლისთვისაც 9 აპრილის გმირებმა იბრძოლეს - ეროვნულ დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ღირსებას“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)