|
2025-04-08 18:48:21, 948 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი HORECA სექტორის განვითარებისთვის შესაძლებლობას ქმნის
საქართველოს ბანკი სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე ბიზნესებს მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. ბანკი აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო, B2B შეთავაზებების თუ საინფორმაციო პროექტებზე, რომლითაც სასტუმროებს, კაფე-ბარებსა და რესტორნებს განვითარებაში უწყობს ხელს. სარესტორნო ბიზნესის მართვის ბიზნესკურსით, საქართველოს ბანკი სტუმარმასპინძლობის სექტორში დამწყებ ან არსებულ ბიზნესებს საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბებაში ეხმარება. კურსის გავლის შემდეგ, დაინტერესებული პირები გაიგებენ, რა განსაზღვრავს სარესტორნო ბიზნესის წარმატებას, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება ამ ტიპის ბიზნესის მართვისას, რა ტიპის მენიუ უნდა შეარჩიონ და სხვა. კურსს უძღვება სილქ ჰოსფითალითის ბრენდ შეფი, 19-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, ირაკლი ასათიანი. გარდა ამისა, საქართველოს ბანკის ერთიან პლატფორმაზე Business360.ge განთავსებულია მრავალფეროვანი შეთავაზებები, რომლითაც სარგებლობა სტუმარმასპინძლობის სექტორში დასაქმებულ ბიზნესებს შეუძლიათ. მათ შორისაა: • 50%-იანი ფასდაკლება რესტორნის რეზერვაციის პლატფორმაზე Rezto • 50%-იანი ფასდაკლება ფინანსური ანალიტიკის პლატფორმაზე Amadeo.ge • 30%-იანი ფასდაკლება სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებაზე + საჩუქარი სტამბა ფავორიტი / კოლორპაკისგან • 20%-მდე ფასდაკლება საკურიერო მომსახურებაზე Onway-ისგან • 20%-იანი ფასდაკლება ინვენტარიზაციის, მარაგების მართვის, საწყობის მენეჯმენტის და სხვა მომსახურებებზე ინვენტერისგან და სხვა. ნახეთ შეთავაზებები რესტორნებისა და სასტუმროებისთვის ამ ბმულზე. ამასთანავე, საქართველოს ბანკი, Business 360-ის ფარგლებში, პერიოდულად ორგანიზებას უწევს შეხვედრებს სხვადასხვა დარგის პროფესიონალთან გუნდის მართვის, ლიდერობის, მენეჯმენტის, მარკეტინგის და სხვა საკითხებზე. ამ შეხვედრებზე სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ საინტერესო მიგნებებს საკუთარი საქმიანობის გაძლიერებისთვის. ამჟამად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელმისაწვდომია ვორკშოპი შუა კორიდორის ფუნქციონალი და შესაძლებლობები, რომელიც 10 აპრილს გაიმართება. აღმოაჩინეთ სხვა შესაძლებლობები პლატფორმაზე business360.ge
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)