|
2025-04-07 15:01:13, 705 ნახვა
პოლიტიკა
შვედი დეპუტატი - საქართველოს წინსვლის გზა არის ახალი, სამართლიანი არჩევნები
საქართველოში სიტუაცია გაუარესდა. გუშინ, აღინიშნა დედაქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების დაწყებიდან 130-ე დღე. ხალხი საპროტესტო აქციებს მართავს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ძალადობისა და რეპრესიების არნახული გზის მიუხედავად, - ამის შესახებ შვედმა დეპუტატმა ბორიანა ობერგმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა. „ნაცემია ასობით ჟურნალისტი და მომიტინგე და არცერთ პოლიციელი ანგარიშვალდებული არ გამხდარა, რაც არ ტოვებს კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დგას ძალადობის უკან“, - აღნიშნა დეპუტატმა. მისი თქმით, საქართველოში საარჩევნო კოდექსში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები მკაცრად ზღუდავს არჩევნებზე დაკვირვებას. „ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა ნათლად განაცხადა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია არსებული კრიზისის მოგვარებამდე. როგორც ჩვენმა ასამბლეამ იანვარში განაცხადა, წინსვლის გზა არის ახალი, სამართლიანი არჩევნები. ამას თან უნდა ახლდეს რეპრესიების დასრულება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, - აღნიშნა შვედმა დეპუტატმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)