|
2025-04-07 14:18:57, 758 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმეებისთვის Startup Grind-ის ღონისძიებები გაიმართა
საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მეწარმეებს მიეძღვნა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში Startup Grind-ის სამი ვორქშოფი ჩატარდა. პირველი ვორქშოფი, Quickshipper-ის დამფუძნებელმა მარიამ ახვლედიანმა ჩაატარა. მან ისაუბრა ქართულ სტარტაპ Elvis-ის Quickshipper-ად ტრანსფორმაციაზე, ამ გზაზე არსებულ გამოწვევებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ასევე, თუ როგორ უნდა მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. მორიგ ვორქშოფს ნატო ჩაკვეტაძე გაუძღვა, რომელიც პროექტ მენეჯერი, განათლების, მეწარმეობის და ინოვაციების მიმართულებით სტრატეგიული კონსულტანტი გახლავთ. მან დამსწრე აუდიტორიას გაუზიარა თუ როდის და საიდან დაიწყო საქართველოს სტარტაპ გარემოს განვითარება, რა გამოწვევები და შესაძლებლობები ახლდა თან და როგორ შეუძლიათ დამწყებ მეწარმეებს გლობალურ ბაზარზე გასვლა. მესამე ფორქშოფზე კი, Helio AI-ის დამფუძნებელმა იაკო ჯიქიამ ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა, თუ რატომ ხდება მისი გამოყენება აუცილებელი თანამედროვე სამყაროში და რატომ უნდა იყენებდნენ სტარტაპები მას ყოველდღიურად. ინფორმაციისთვის, Startup Grind-ის შეხვედრები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)