|
2025-04-06 17:50:49, 1143 ნახვა
საზოგადოება
მოძრაობა „დაასრულე“ - მომავალ შაბათ-კვირას შევხვდებით რამდენიმე ახალი დიზაინით
მოძრაობა "დაასრულე" საპროტესტო ტალღის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. პოსტი ეხება ">რვეულებს, რომლებიც დღეს სუპერმარკეტებში შენიშნეს. მათ ყდებზე, პოლიტიკოსების ფოტოებთან ერთად, გამოსახული იყო შემდეგი ფრაზები: "არარსებულ ლეგიტიმაციაზე ნადირობა", "როგორ დავმალოთ კომპლექსები", "საცობების ესთეტიკა", "1001 ღამე შამპუნის გარეშე". აღნიშნულმა საპროტესტო აქტმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. "გამარჯობა, თანამებრძოლებო! მომავალ შაბათ-კვირას შევხვდებით რამდენიმე ახალი დიზაინით. თან, ამჯერად, ერთ კონკრეტულ ადგილს გაცნობებთ, სადაც რვეულების აღებას 12-13 აპრილისთვის შეძლებთ. მანამდე კი გიზიარებთ უკვე გამოყენებულ ვერსიებს. რვეულები არ იყიდება. სადაც შეგხვდებათ, აიღეთ, თქვენია! მათ შეიძლება წააწყდეთ ნებისმიერ ადგილას. შესაძლოა, თქვენი სახლის უახლოეს მარკეტშიც კი იყოს. შეხვედრამდე! " - წერს სოციალურ ქსელში საპროტესტო მოძრაობა "დაასრულე".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)