|
2025-04-06 14:13:45, 1055 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში იმყოფება რუსი პროპაგანდისტი, რომელმაც დაარღვია კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
საქართველოში ამჟამად იმყოფება რუსი პროპაგანდისტი ქსენია ბოროდინა, რომელმაც კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დაარღვია. ქსენია ბოროდინა არის ტელეწამყვანი, პუტინის ინიციატივების მხარდამჭერი- 2018 წელს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო მოძრაობა Putin Team-ის წევრი. ბოროდინა ყირიმის ანექსიის შემდეგ ყირიმშიც ჩადიოდა. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბოროდინა მობილიზებულები რუსეთის მოქალაქეებისთვის ამუნიციის შესყიდვით დაკავდა და ასე მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ დაწყებულ ომს უკრაინაში. 2022 წლის მაისში, ბოროდინა დასასვენებლად ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ამავე წლის ნოემბერში თბილისში ჩამოვიდა. ამ მგზავრობის შემდეგ განაცხადა, რომ არ იცის, რა კანონი დაარღვია, რადგან საზღვარზე მისთვის არავის არაფერი უკითხავს. ამჟამად, 2025 წლის აპრილში, ბოროდინა კახეთში ისვენებს. ისევ უპრობლემოდ შემოვიდა ქვეყანაში და ისევ არ არის შსს-ს მხრიდან რეაგირება. - წერს მოქალაქე ფეისბუქზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)