05:52 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-05 15:54:18, 843 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის

ჩვენთვის გარკვეულწილად საინტერესოც შეიძლება იყოს ოპოზიციის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო მძიმედ დამარცხდებიან ისინი, ვიდრე დამარცხდნენ თუნდაც წინა საპარლამენტო არჩევნებში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი კვლევების თანახმად, „ქართული ოცნების" რეიტინგი კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული. 

„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შეგვიძლია იმაზე მაღალი შედეგის მიღებაც კი, ვიდრე მივიღეთ საპარლამენტო არჩევნებში. დღევანდელი კვლევები ამაზე მიუთითებს. დღევანდელი კვლევების თანახმად, ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული. დანარჩენი არის ოპოზიციის საქმე. ასეც და ისეც ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის 64-ვე მუნიციპალიტეტში. ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მთელი ქვეყნის მასშტაბით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics