|
2016-03-14 13:31:47, 976 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში ქართველი სამხედროები პროფესიონალიზმისა და კოორდინირებული მუშაობისთვის დააჯილდოვეს
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტაქტიკური დაჯგუფება „ბუფალოს" შემადგენლობაში შემავალმა ჩეხმა სამხედროებმა „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს „გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და კოორდინირებული მუშაობისთვის" მესამე ხარისხის მედლები გადასცეს. დაჯილდოებულთა შორის აღმოჩნდნენ 22-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მანუჩარ ბარბაქაძე და ბატალიონის სერჟანტი გურგენ ნარსია, ასევე ამერიკის არმიისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის ოფიცრები და სერჟანტები. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში 2015 წლის ოქტომბრიდან მონაწილეობს. ქართული ქვედანაყოფი მნიშვნელოვან ამოცანებს ასრულებს - უზრუნველყოფს ბაზის უსაფრთხოებას და საპატრულო ოპერაციებს ატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)