|
2025-04-04 17:08:47, 922 ნახვა
პოლიტიკა
ეკა გიგაური - არასერიოზულია, რომ ადამიანი, რომელსაც თავი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჰგონია, „ღრმა ქვეყნის“ დამარცხებაზე საუბრობს
არასერიოზულია, რომ ადამიანი, რომელსაც თავი ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჰგონია, რაღაც „ღრმა ქვეყნისა“ თუ „შიდა ქვეყნის“ დამარცხებაზე საუბრობს - ყველაფერი „ოცნების“ ხელშია, რომ გონს მოეგონ, ნუ შეუყენებენ წყალს საკუთარ სახელმწიფოს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ურთიერთობას მხოლოდ იმ ქვეყნებთან ამყარებს, სადაც დემოკრატია და კანონის უზენაესობა არსებობს. „ეს ადამიანები [„ქართული ოცნების“ წევრები] სპეციალურად არ თარგმნიან ამ ტერმინს - „დიფ სთეითს“, რადგან ეს რომ გადაითარგმნოს აბსურდული იქნება. ისინი „ღრმა ქვეყნის“ დამარცხებაზე საუბრობენ. არასერიოზულია, რომ ადამიანი, რომელსაც თავი ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჰგონია, რაღაც „ღრმა ქვეყნისა“ თუ „შიდა ქვეყნის“ დამარცხებაზე საუბრობს. რაც შეეხება აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობას, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ჩვენი ქვეყნის მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ. ისინი მხოლოდ დემოკრატიულ ქვეყნებთან ურთიერთობენ. დემოკრატია, კანონის უზენაესობა მათთვის მნიშვნელოვანია. ყველა ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობას ესაუბრება, რომ საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი სასამართლო სისტემა იყოს, რომ თავისუფალი არჩევნები ტარდებოდეს, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს და ოპონენტებს, მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ერჩოდნენ. ყველაფერი „ოცნების“ ხელშია, რომ გონს მოეგონ, ნუ შეუყენებენ წყალს საკუთარ სახელმწიფოს. ამიტომ, რომელი ადმინისტრაციაც არ უნდა იყოს აშშ-ში, სანამ საქართველოში პრობლემები არ მოგვარდება, მათ მსგავსი დამოკიდებულება ექნებათ“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)