|
2025-04-02 21:26:26, 1027 ნახვა
საზოგადოება
ლევან მურუსიძე - სახელფასო ბარათი დამებლოკა, ხელფასი დამებლოკა
სახელფასო ბარათი დამებლოკა, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა დიდი ბრიტანეთის მიერ მის დასანქცირებასთან დაკავშირებით საუბრისას. მისი თქმით, დიდ ბრიტანეთში წასვლას არ აპირებს. „ხომ გითხარით, ეს სახელფასო ბარათი დამებლოკა და ნუ ხელფასს.. ხელფასი დამებლოკა, რა თქმა უნდა. [ როდის დამებლოკა] რა მნიშვნელობა აქვს. სიმართლე გითხრათ, მე დიდ ბრიტანეთში წასვლას არ ვაპირებ.... ვივლი სოფელში ჩემთან, სორში”, - განაცხადა მურუსიძემ „ტვ პირველთან“ სატელეფონო საუბარში. ამასთან, მურუსიძემ თქვა, რომ „მომაკვდინებელი იქნება“ ბალტიისპირეთის ქვეყნებიც თუ დაუწესებენ სანქციებს. „მთავარი მომაკვდინებელი რაც იქნება, ბალტიისპირეთის ქვეყნებიც თუ დამიწესებენ ფინანსურ სანქციებს, ალბათ, ეს საერთოდ, ამომაგდებს კალაპოტიდან”, - აღნიშნა მურუსიძემ. საფრანგეთთან დაკავშირებულ კითხვაზე კი მოსამართლემ აღნიშნა: „საფრანგეთს მე პატივს ვცემ, კულტურას, სხვათა შორის. ძალიან მიყვარს ფრანგი მწერლები“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)