|
2025-04-02 10:36:51, 1140 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კამპუსი: ბიზნეს და ტექკურსების საუკეთესო სინთეზი
თიბისი კამპუსი უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცეა, სადაც სტუდენტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და კამპუსის ონლაინ კურსების დასრულების შემდეგ, არჩეული მიმართულებით, კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებას შეძლებენ. თიბისისთვის ხარისხიან განათლებაზე წვდომა პრიორიტეტია. სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივებთან ერთად, თიბისი კამპუსი 18-24 წლის ახლაგაზრდებს, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სრულიად უფასოდ, ონლაინ კურსებით, საშუალებას აძლევს დაეუფლონ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს. პროფესიონალ ლექტორებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, თეორიულ ცოდნასთან ერთად, თიბისი კამპუსის კურსდამთავრებულებს, მისცემს შესაძლებლობას, ამ დარგებში არსებული მაღალი კონკურენციის მიუხედავად, გაუმკლავდნენ თანამედროვე საბაზრო გამოწვევებს და დასაქმდნენ მათთვის საინტერესო მიმართულებით. „გავიარე ციფრული მარკეტინგის კურსი. ნამდვილად ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის, რადგან ძალიან ბევრი ახალი რამ ვისწავლე, რაც არ მეგონა საერთოდ რომ მარკეტინგს ეხებოდა. ბევრი სტერეოტიპიც დამემსხვრა. სამომავლო დასაქმებისთვის ციფრული მარკეტინგის ცოდნა მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, რადგან ამ მიმართულებას დღეს უკვე ყველა კომპანია იყენებს“ - კესო მეჭურჭლიშვილი, „თიბისი კამპუსის“ კურსდამთავრებული. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახალი თაობის ინტერესებს და კამპუსის პირველი ნაკადის მონაწილეებთან უკუკავშირის საფუძველზე წელს, არსებულ კურსებთან ერთად, სრულიად ახალ მიმართულებებს შემოგთავაზებთ. თვალი ადევნეთ პროგრამების რეგისტრაციის გახსნის თარიღებს და სიახლეებს ვებგვერდზე. მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)