09:51 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 09:55:57, 723 ნახვა

სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი დ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში, გიორგი დ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, გადაჭრილი უნომრო თოფი, ხოლო მისი პირადი ჩხრეკისას 8,63 გრ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი სროლისთვის ვარგისია. ნარკოლოგიური შემოწმებისას გიორგი დ-ს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სომხეთში დამუშავებული ბიულეტენების 95%-ს მიხედვით, პრემიერის პარტია 50.07% იღებს
ნეთანიაჰუ დათანხმდა ტრამპის მოთხოვნას ირანზე საპასუხო დარტყმების გადადების შესახებ
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ირანს „ძლიერი დარტყმით“ ემუქრება მწვანე შუქის მიღების შემდეგ
ირანმა ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics