|
2025-03-28 19:32:27, 1154 ნახვა
საზოგადოება
დაღუპულ გმირთა მემორიალთან ახალგაზრდების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ახალგაზრდების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ შეეგუებიან რუსულ რეჟიმს. როგორც დემონსტრანტები აცხადებენ, მათი გმირთა მემორიალთან შეკრება სიმბოლურია, რადგან ამ სახის პროტესტი გამოიწვია იმ საგამოძიებო კომისიის მუშაობამ, რომელმაც ყოფილი სამხედროები დაკითხა და რომელიც, მათივე განცხადებით, მიზნად ისახავს, აგვისტოს ომის საქართველოზე გადაბრალებას. „ჩვენი სამშობლოს ისტორია ოკუპანტის კალმით არ დაიწერება“, - აცხადებენ ადგილზე შეკრებილები. აქციის მონაწილეებს მოგვიანებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან წამოსული მარში შეუერთდება, ერთობლივი საპროტესტო მსვლელობით კი ისინი რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ, სადაც პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)