14:24 - 26 Jul, 2026
|
2025-03-28 17:44:04, 1060 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები აქცია - პერფორმანსს მართავენ
ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები აქცია - პერფორმანსს მართავენ. მათი განცხადებით, აღნიშნული ფორმით მოსამართლე მერაბ ტურავას „გაცილებას უწყობენ". როგორც ისინი ამბობენ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება დღეს ეწურება. „უნდა იცოდნენ, რომ საქართველო ცივილურ სამყაროს მაინც არ ჩამოშორდება. ქვეყანას არ დავუთმობთ. აქ ვართ და რეჟიმის მოსამართლეს ვაცილებთ, რომელიც კრემლის მსახურია. მერაბ ტურავას ბოლო სამუშაო დღეა, მას გაცილების ფურშეტს უწყობენ. აუცილებლად ყველანი გასამართლდება”, - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)