|
2025-03-28 15:22:53, 933 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის მოტივი უწყებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვა გახდა. მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქუაშვილმა კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა, კომისიამ შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართა. კომისიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგაც. „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებიც კომისიის სხდომაზე იყვნენ დაბარებული, თუმცა მისვლაზე უარი თქვეს. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია და ის ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)