|
2016-03-13 10:28:39, 558 ნახვა
საზოგადოება
სტუდენტთა უფლებების ლიგა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სტუდენტების მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ მოუწოდებს
საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ისინი დადებითად აფასებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას და მიიჩნევენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე და ობიექტური, ასევე უნივერსიტეტში უზრუნველყოფილი იყოს მიმდინარე პროცესების დამოუკიდებლობა. "ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა იყოს ავტონომიური, მასში მიმდინარე პროცესები კი მაქსიმალურად გამჭირვალე. თითოეული უნივერსიტეტი უნდა იყოს სტუდენტებზე ორიენტირებული და აკმაყოფილებდეს მათ მოთხოვნებს. დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის დაძაბული ვითარება. საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა მოვუწოდებთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რომ მაქსიმალურად მოხდეს სტუდენტების მოთხოვნების დაკმაყოფილება და ამ პროცესების მშვიდობიანი გზით გადაჭრა. ჩვენ, მხარს ვუჭერთ სტუდენტთა მოთხოვნებს და ვფიქრობთ, რომ თითოეული სტუდენტის უფლება უნდა იყოს დაცული.'' - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)