02:56 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-27 18:34:02, 688 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი - თუ რუსეთი უკრაინას კვლავ დაესხმევა თავს, სამშიდობოები პასუხს გასცემენ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ შესაძლო ევროპულმა შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, სავარაუდოდ, უკრაინაში გაიგზავნებიან, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან პოტენციურ თავდასხმას "უპასუხონ", თუ მოსკოვი მას წამოიწყებს.

მაკრონმა ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ და პარიზში დაგეგმილი უკრაინის მხარდასაჭერად "მსურველთა კოალიციის" სამიტის წინ ისაუბრა. სამიტში 30-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.

"თუ უკრაინის ტერიტორიაზე კვლავ განმეორდება ფართომასშტაბიანი აგრესია, ეს არმიები ფაქტობრივად თავად აღმოჩნდებიან თავდასხმის ქვეშ და ასეთ შემთხვევაში ამოქმედდება ჩვენი ჩართულობის ჩვეულებრივი ჩარჩო" - ამბობს მაკრონი.

მან აღნიშნა, რომ ევროპული ძალები უკრაინის ფრონტის ხაზზე არ განთავსდებიან და "პირველივე დღეს რუსულ ძალებთან პირდაპირ ბრძოლაში არ ჩაერთვებიან". მისი თქმით, ეს იქნება ძალები, რომლებიც "რუსეთს ახალი თავდასხმისგან შეაკავებენ. ისინი დაიკავებენ მნიშვნელოვან ქალაქებსა და სტრატეგიულ ბაზებს, რაც მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს ევროპის რამდენიმე მთავრობისა და მოკავშირეების მხრიდან".

"ჩვენ არ ვიმყოფებით ფრონტის ხაზზე, არც საბრძოლველად მივდივართ — ჩვენ იქ ვიქნებით იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობა. ეს არის პაციფისტური, მშვიდობიანი მიდგომა. ერთადერთი, ვინც ასეთ შემთხვევაში კონფლიქტს ან საბრძოლო სიტუაციას გამოიწვევს, იქნებიან რუსები, თუკი კვლავ გადაწყვეტენ აგრესიის წამოწყებას" - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics