21:00 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-27 17:12:11, 734 ნახვა

მსოფლიო
ბესენტი - აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალებზე შეთანხმება, შესაძლოა, მომდევნო კვირაში გაფორმდეს

აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალებზე შეთანხმება, შესაძლოა, მომდევნო კვირაში გაფორმდეს და დაამატა, რომ რუსულ მხარეზეა დამოკიდებული აშშ-ს მხრიდან სანქციების გაზრდის ან შემცირების საკითხი.

"რუსეთის ხელმძღვანელობის შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრავს, მოიმატებს თუ შემცირდება სანქციები და, ჩემი აზრით, პრეზიდენტი ტრამპი არ იყოყმანებს სანქციების გაზრდაზე, თუ ეს მას მოლაპარაკებებზე უპირატესობას მისცემს". - თქვა ბესენტმა.

ტრამპის ადმინისტრაციის ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ უკრაინა და აშშ მინერალებზე შეთანხმებას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში მოაწერენ ხელს და დაამატა, რომ თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტიდან დღემდე მხარეებმა დრო გამოიყენეს და შეთანხმება უფრო განავრცეს.

"ჩვენ გადავეცით ეკონომიკური პარტნიორობის დასრულებული დოკუმენტი. ამჟამად მას უკრაინული მხარე განიხილავს და იმედი გვაქვს, რომ სრული დისკუსიები დაიწყება და, ალბათ, მომდევნო კვირაში ხელმოწერებსაც ვნახავთ. თავდაპირველი დოკუმენტი 4-გვერდიანი იყო, ეს შუალედი და დრო ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენეთ დამთავრებულ შეთანხმებამდე მისასვლელად, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ წინ წავალთ და მალე მოვაწერთ ხელს".

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 მარტს განაცხადა, რომ "ძალიან მალე" უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმებას ხელს მოაწერს, ხოლო 24 მარტს დაამატა, რომ უკრაინასთან შეთანხმება ფაქტობრივად "მიღწეულია".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics