|
2016-03-12 21:32:39, 757 ნახვა
სამართალი
ირაკლი ალასანია: ძალოვანი უწყებები ბიძინა ივანიშვილისგან იღებენ კონკრეტულ დავალებებს
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს და მიიჩნევს რომ ჩანაწერების გავრცელების უკან ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესები დგას. ის ამბობს, რომ დღეს ქვეყნის არაფორმალური მმართველი უშიშროების სამსახურებს მართავს და მისი დავალებით ხდება ამორალური და მზაკვრული გეგმების დავალებების გაცემა. "ბიძინა ივანიშვილი მართავს უშიშროების სტრუქტურებს, კონკრეტულად მოადგილე პირდაპირ იღებს მისგან დავალებებს ის ადამიანი. პრემიერმა გამოძიება ამ მიმართულებითაც უნდა დაიწყოს," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში. ირაკლი ალასანიას განცხადებით, დღეს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ძალოვან სტრუქტურებს ვერ მართავს და ისინი იმართებიან სხვა ძალებისგან. ირაკლი ალასანია ამბობს, რომ ეს არის ტესტი პირადად პრემიერმინისტრისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)