|
2025-03-26 15:44:41, 1189 ნახვა
ეკონომიკა
ქალი მეწარმეებისთვის Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი, ქალი მეწარმეების გაძლიერების მიზნით, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, Startup Grind-თან ერთად მარტის თვეს ქალ მეწარმეებს უძღვნის. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 27 მარტს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მორიგი ღონისძიება - Going for the Gold: Why AI is the Winning Edge ჩატარდება. ღონისძიებაზე Helio-AI-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი იაკო ჯიქია დამსწრე აუდიტორიას გაუზიარებს მის გამოცდილებას პროფესიონალური ჩოგბურთიდან სტარტაპის დაფუძნებამდე, ასევე ისაუბრებს მის ხედვაზე- დისციპლინის გავლენაზე წარმატებაში. ის ასევე გააზიარებს საკუთარ გამოცდილებას თავიდან დაწყების ხელოვნებაზე, გირჩევთ თუ როგორ მიიღოთ ახალი შესაძლებლობები, გამოწვევებზე და როგორ დაძლიოთ ისინი გამძლეობით. ასევე მოგიყვებათ გუნდის მნიშვნელობაზე წარმატებული სტარტაპისთვის და მოგცემთ რჩევებს თუ როგორ შექმნათ ძლიერი გუნდი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები, Startup Grind-ის ღონისძიებებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ღონისძიების ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ბმულს ინფორმაციისთვის, Startup Grind-ის შეხვედრები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)