|
2025-03-26 11:56:57, 950 ნახვა
ეკონომიკა
პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს
ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ, ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამარჯვებულების გამოსავლენად მუშაობას შეუდგება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე - https://filmfreeway.com/ElisoAwards წლევანდელ დაჯილდოებაზე, ფონდის გადაწყვეტილებით, გაიზარდა ნომინაციების რაოდენობა და გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში გამოვლინდებიან:
კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2024 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები. ჟიურის ვინაობა და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. კინოდაჯილდოება პირველად 2024 წელს გაიმართა და გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდნენ: საუკეთესო ოპერატორი - ლომერო ახვლედიანი (ღიმილიანი საქართველო) საუკეთესო რეჟისორი - ელენე ნავერიანი (შაშვი შაშვი მაყვალი) საუკეთესო მსახიობი - ეკა ჩავლეიშვილი (შაშვი შაშვი მაყვალი) ასევე, ნატო ვაჩნაძის ფონდის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაში შეტანილი წვლილისთვის, ნატო ვაჩნაძის პრემია გადაეცა ქალბატონ მზექალა შანიძეს. ნატალია ჯუღელი, ნატო ვაჩნაძის ფონდის დამაარსებელი: „კინემატოგრაფისტებისთვის ჯილდოს დაწესება თავიდანვე სოლიდარობის აქტი იყო და პრემიისთვის სახელწოდების - ელისოს დარქმევის მიზეზიც კი გახდა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ელისოს კინემატოგრაფში მომუშავე ადამიანების ხმა გაეძლიერებინა. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ, წელსაც ჩავატაროთ ელისო და ზუსტად იმ სიმტკიცით და ღირებულებებით გავაგრძელოთ პროცესი, რომელსაც ელისო წარმოადგენს როგორც ფილმის გმირი, თუ პრემია.’’ „ელისოს“ გამოჩენა ქართულ კინოში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რასაც თიბისი, როგორც ქართული კულტურის განვითარების აქტიური მხარდამჭერი, პირველივე დღიდან გულშემატკივრობს. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ „ელისოს“ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს რეგიონების კულტურული და სოციალური ცხოვრების გაძლიერების კუთხით, რაც თიბისის უცვლელი პრიორიტეტია.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)