17:58 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-26 11:51:39, 646 ნახვა

პოლიტიკა
პაატა დავითაია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის მუშაობაზე - მუშაობის პერიოდში, ერთხელაც კი არ ყოფილა ზეწოლა

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის მომზადების ან მისი მიღების შემდგომ, „არც ერთი მაშინდელი თანამდებობის პირის მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა“.

ამის შესახებ მან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ამავე კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ძალიან ხშირად, დაწყებული დამლაგებლიდან, დამთავრებული ჟურნალისტ-პოლიტიკოსით, ყველა კითხულობს ამ თემას. სრული სერიოზულობით, ღმერთის წინაშე ვაცხადებ, რომ კომისიის მუშაობის პერიოდში, ერთხელაც კი არ ყოფილა ზეწოლა, მითითება ან შემოვლითი მითითებაც კი, იმასთან დაკავშირებით, რომ ჯობდა ასე, ისე, ან სხვანაირად ყოფილიყო, პირობითად ვამბობ. პირიქით, თუ საუბარია ზეწოლის მექანიზმების გამოყენებაზე, ღიად ვიძახი, რომ მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ვიყენებდი ზეწოლის ბერკეტებს, რათა კომისიის დაკითხვაზე ხალხი მოსულიყო. პირდაპირ გეუბნებით. როგორც თქვენ გაქვთ სამართლებრივი ბერკეტი, მე ეს ბერკეტი ასეთ დონეზე მქონდა. მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი მქონდა. მაგრამ ამ ბერკეტს ბევრი მიზეზის გამო ვიყენებდი. ცალსახად ვადასტურებ, რომ შემდგომაც, კომისიის დამთავრების პერიოდშიც არცერთი თანამდებობის პირის მხრიდან არ ყოფილა ასეთი რამ. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, ამ დასკვნას მხოლოდ პაატა დავითაიამ არ მოაწერა ხელი. ამ დასკვნას მოაწერა ხელი ცხრავე წევრმა და აქედან, ხუთი წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიას, მაშინდელ უმრავლესობას. კომისია გადაწყვეტილებებს კონსენსუსის გზით იღებდა. ეს ხარვეზები აღიარეს. ამიტომ, ზეწოლის განხორციელება ძალიან გაუჭირდებოდათ, პირდაპირ ვამბობ“,- აღნიშნა დავითაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics