16:01 - 26 Jul, 2026
|
2025-03-25 21:32:50, 1598 ნახვა
საზოგადოება
ფუნიკულიორის მიმდებარედ შენობის ჩამონგრევის შედეგად 1 პირი დაიღუპა, 2 კი დაშავდა
მთაწმინდის პარკთან, რესტორან ფუნიკულიორის მიმდებარედ არსებული მშენებარე შენობა ჩაინგრა, შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. "მშენებარე კედელი ჩამოინგრა და მოყვნენ. სამნი არიან მოყოლილი, ჩემი შვილის ძმაკაცი დაღუპულია და ორი მძიმე მდგომარეობაშია, საავადმყოფოში არიან". - თქვა TV პირველთან საუბრისას ერთ-ერთი დაშავებულის დედამ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)