|
2025-03-25 11:50:16, 725 ნახვა
საზოგადოება
ივანე ჩხაიძე - გრიპის ვირუსი ჩანაცვლდა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით
კლინიკებში გრიპის ვირუსი ჩანაცვლდა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით, მისი წილი ავიდა ძალიან მაღალ მაჩვენებელზე - ძალიან მოიმატა ბრონქიოლიტით გამოწვეულმა ჰოსპიტალიზაციამ, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი იწვევს წვრილი ბრონქების სანათურის ანთებას, მისი დიამეტრის შემცირებას, რაც ვლინდება შეტევითი ხასიათის ხველით, სუნთქვის მკვეთრი გაძნელებით, ტემპერატურის მატებით, ასევე, ახასიათებს გახშირებული სუნთქვა, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობასთან ერთად. „ბოლო მონაცემებით, გრიპის საერთო წილი 85%-დან 70%-მდე შემცირდა. საბოლოო ჯამში, შემცირების ტენდენციას ვაფიქსირებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, წელს დომინანტური იყო B ტიპის ვირუსი და აქაც შემცირების ტენდენციაა სახეზე. მეორე მნიშვნელოვანია ის, რომ საავადმყოფოებში, მკვეთრად მოიმატა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეულმა ინფიცირებამ. კლინიკებში გრიპის ვირუსი ჩანაცვლდა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით, მისი წილი ავიდა ძალიან მაღალ მაჩვენებელზე. ეს არაპირდაპირ მიმანიშნებელია გრიპის ვირუსის დასრულებისკენ. კლინიკებში, გრიპის ვირუსთან ერთად მეორე სიხშირით არის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის შემთხვევაში, პედიატრიულ კლინიკებში უფრო მეტი მოლოდინი გვაქვს და რეალურადაც ასეა, რომ ძალიან მოიმატა ბრონქიოლიტით გამოწვეულმა ჰოსპიტალიზაციამ. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი განაპირობებს ორ გართულებას: ფილტვების ანთებას განსაკუთრებით მოზრდილებში და ბრონქიოლიტს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში“,- აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)