16:01 - 26 Jul, 2026
|
2025-03-24 17:26:40, 1035 ნახვა
საზოგადოება
მაღაროელების პროტესტი გრძელდება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან მსვლელობით წამოსულმა მაღაროელებმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთან გადაინაცვლეს. მათი თქმით, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ჭიათურაში მიმდინარე პროტესტით უნდა დაინტერესდეს და პრობლემა შესაბამისად უნდა გააშუქოს. ასევე აქციის მონაწილეები „საზოგადოებრივი მაუწყებლისგან“ ითხოვენ, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა, პირდაპირ ეთერში თავიანთ პრობლემებზე ხმამაღლა ისაუბრონ. ცნობისთვის, მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში 28 თებერვალს დაიწყო და მას შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს. დღეს კი მაღაროელებმა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადმოინაცვლეს და მთავრობას აღნიშნული პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)