|
2025-03-24 12:43:34, 845 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს
თბილისის მერიიდან კიდევ ერთი თანამშრომელი, ნინო ბრეგვაძე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. "2025 წელი, 21-ე საუკუნეა და საკუთარი აზრის გამოთქმის გამო "ვისჯები". თურმე, დღეიდან საჭირო კადრი აღარ ვარ - ჩემი და მერიის არქიტექტურის სამსახურის 7-წლიანი თანამშრომლობა დასრულდა. მადლობა იმ გამოცდილებისთვის, რაც ამ პერიოდში მივიღე და მადლობა იმისთვისაც,რომ დღეს, როგორც არასდროს, ზუსტად ვიცი, რომ სწორ გზაზე ვარ. ბევრი კარგი და ბევრი ცუდი დღე ყოფილა, მაგრამ რაც ბოლო პერიოდში ხდება, ასეთი უსამართლობა არასოდეს მიგრძვნია. ერთი კაცის ეგოს მორგებული ქვეყანა და სახელწიფო ინსტიტუციები დიდხანს ვერ გაძლებს, საკუთარ სიმცირეს ვერ მორეულნი სხვების დამცირებას ცდილობენ, მაგრამ რომ იცოდე, 229 კაცზე ბევრად მეტნი ვართ "ფრატელო" - წერს ნინო ბრეგვაძე. ის სოციალურ ქსელში სერთიფიკატის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელიც, მისი თქმით, მერიის არქიტექტურის სამსახურისგან შარშან მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)