01:38 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-12 13:33:29, 585 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში მარათონი „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა

ჩუღურეთის  რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, აღმაშენებლის გამზირზე მარათონი - „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა, რომელმაც სტარტი N24-ე სკოლიდან აიღო და მარჯანიშვილის მოედანზე გამარჯვებულების დაჯილდოებითა და ფლეშმობით დასრულდა.

მარათონში,  საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი  ლადო  ძნელაძე,   ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე,  რაიონში მცხოვრები   ახალგაზრდები და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„მარათონი „ჩემი გაზაფხული“ ერთგვარ ტრადიციად იქცა, დღევანდელი მარათონით გვინდა მაგალითი მივცეთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რაიონის მაცხოვრებლებს, რომ უფრო მეტად დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, იყვნენ მუდმივად ფორმაში და აიმაღლონ განწყობა“,- განაცხადა ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.

მარათონის დაწყებამდე კი გაიმართა შეჯიბრება გარბენში, რომელშიც ჩუღურეთის რაიონის სკოლის მოსწავლეები და გამგეობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

მარათონი „ჩემი გაზაფხული“ პირველად 2015 წლის გაზაფხულზე ჩატარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics