|
2025-03-24 10:41:25, 749 ნახვა
საზოგადოება
გოჩა მჟავანაძე - თემურ ქათამაძეს „ვივამედის“ დირექტორი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ედავება
ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მკვლევრის, გოჩა მჟავანაძის ცნობით, ვივამედის დირექტორი აქციების დროს დაკავებულ ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ედავება. მჟავანაძის ინფორმაციით, 24 მარტს, 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო პროცესია ჩანიშნული. "როგორც ჩვენი მედროშის მიერ გამოგზავნილი წერილიდან და მისი მეგობრის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, თემურ ქათამაძეს, კლინიკა ვივამედის დირექტორი ნინო ნადირაძე ედავება ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რაზეც დღეს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში გაიმართება სასამართლო პროცესი. ასევე, თემურ ქათამაძე გამოთქვამს უკმაყოფილებას არასათანადო მკურნალობის და უყურადღებობის გამო. თავისუფლება ბათუმელ მედროშეს! თავისუფლება სინდისის პატიმრებს! ცეცხლი ოლიგარქიას!" - წერს მჟავანაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)