|
2025-03-23 15:16:55, 909 ნახვა
საზოგადოება
სასულიერო პირი სვეტიცხოველზე - სასწრაფოდ არის ჩასარევი და აღსაკვეთი ეს წყლის ჩამოდინება
სასულიერო პირი, რომელიც ტაძარში მსახურობს, ამბობს, რომ ამის თაობაზე ადგილზე ჩასულ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებს არაფერი უთქვამთ. სასულიერო პირი ადასტურებს, რომ ტაძარში საგანგაშო მდგომარეობაა, თაღიდან წყალი ჟონავდა და დასველდა იატაკიც. მღვდელი ამბობს, რომ წყლის გაჟონვას ადგილი ადრეც ჰქონდა, თუმცა ეს სხვა მონაკვეთი იყო და არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფრები დაზიანებული იყოს.
რამდენიმედღიანი წვიმის გამო საფრთხეში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი - სვეტიცხოველი აღმოჩნდა. მე-11 საუკუნის უნიკალური ნაგებობის სამხრეთ ნაწილში წყალი, გასულ ღამეს ჩავიდა. ინფორმაცია ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გაავრცელა, სადაც წერია, რომ უნიკალურ ფრესკებს საფრთხე არ ემუქრება. არადა, ექსპერტები ქვისცვენის გამო ჯერ კიდევ 2019 წელს ამბობდნენ, რომ საჭიროა ტაძარს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდეს, რისთვისაც მაშინ ბიუჯეტიდან საკმარისი თანხა ვერ გამოიყო. გუშინ ადგილზე სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათ შორის, ახლად დანიშნული დირექტორი თამარ ონიანიც, თუმცა უცნობია, რა ვადებში შეძლებენ ტაძრის აფრების შეკეთებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)