|
2025-03-22 15:22:54, 586 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი - ჩვენ მზად ვართ, რომ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან
დიდ იმედებს ვამყარებთ ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე. მხედველობაში მაქვს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია, რომელმაც დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა „დიფ სთეითს“, რომელსაც ფესვები ფართოდ ჰქონდა გადგმული მთელს მსოფლიოში და ხედავდით როგორი მეთოდებით ახდენენ ისინი ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობას, რევოლუციების მოწყობას, ადამიანებზე ტერორს. ვხედავ, ეს ბრძოლა დაიწყო, თუმცა, როგორ დამთავრდება ამას მომავალი გვიჩვენებს. დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება ამ ბრძოლაში პრეზიდენტი ტრამპი, მასზე მთელი მსოფლიო ამყარებს ამ იმედებს და დაველოდოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესახებ საუბრისას განაცხადა. სოსიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. „ჩვენ მზად ვართ, რომ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმიტომ, რომ ჩვენი ურთიერთობა, დიპლომატიურ ურთიერთობას ვგულისხმობ, რამდენიმე ათეულ წელს მოითვლის და ამ ურთიერთობაში იყო ძალიან პოზიტიური მომენტები, მათ შორის, ჩვენი ჩართულობა სხვადასხვა მისიებში, უამრავი დიპლომატიური ნაბიჯები, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ახალ პოლიტიკაზე, თუ როგორი პოლიტიკა იქნება და ჩვენ, როგორც სუვერენული, ღირსეული, თავაწეული ხალხი ვიურთიერთებთ იმ ხალხთან, ვინც ჩვენ ჩაგვთვლის ღირსეულ და თანაბარი ძალის ადამიანებად. ვეღარასდროს შედგება, რომ ჩვენ ვიყოთ ხელწამოსაკრავი ხალხი და რასაც ჩაგვძახებენ ის ამოვძახოთ, ეს გამორიცხული ამბავი იქნება. ვფიქრობ, რომ გადატვირთვის პოლიტიკისთვის ჩვენი ხელისუფლება მზად არის. მზად ვართ პრეზიდენტ ტრამპთან ეს ურთიერთობა გავაგრძელოთ სუფთა ფურცლიდან იმიტომ, რომ ჩვენ ამერიკას და ამერიკელ ხალხს დიდ პატივს ვცემთ. „დიფ სთეითი“, ეს საშინელი გლობალური ომის პარტია არის განცალკევებით და არ უნდა გავაიგივოთ ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან იმიტომ, რომ თვითონ ამერიკელი ხალხი ჩააგდო მან ცუდ მდგომარეობაში. გახსოვთ, როგორი განცხადებები გააკეთეს, თვითონ ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადება როგორია, რა ხდებოდა მათ მიერ სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ. ვეტინგების და სასამართლოების შტურმის აღებით და შემდეგ ხელისუფლების ჩამოშლით, გახსოვთ ისრაელის ლიდერის განცხადება, რომ სასამართლოს ძალით ახდენდნენ ისინი ხელისუფლების შეცვლას. რუმინეთში რა მოხდა ამის ნათელი მაგალითია. ასე რომ, დაველოდოთ. დრო გვიჩვენებს ყველაფერს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე გადაიტვირთება ჩვენი ურთიერთობა და დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რომელზეც არსებობდა და რომელსაც ჰქვია ჯანსაღი ქართულ-ამერიკული ურთიერთობა. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მზად არის, რომ ჩვენს პარტნიორებთან, მეგობრებთან ჰქონდეს ღირსეული ურთიერთობა, რომელიც უნდა ემყარებოდეს ურთიერთპატივისცემას“, -განაცხადა სოსიაშვილმა.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)