11:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 18:11:48, 856 ნახვა

მსოფლიო
იტალიის პრემიერი - NATO-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება რუსეთის სამშვიდობო განზრახვებს გამოავლენს

იტალიის პრემიერმა, ჯორჯია მელონიმ NATO-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელებისკენ ალიანსის წევრებს კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს გამოავლენს, თუ რამდენად სერიოზულად უყურებს რუსეთი მშვიდობას.

"NATO-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება ყველაზე მარტივი და ეფექტური გამოსავალია, მათ შორის, იმიტომ, რომ ეს ხელს შეუწყობს [რუსეთის მხრიდან] შესაძლო ბლეფის გამოვლენას.

თუ რუსეთი არ გეგმავს თავის მეზობელ ქვეყნებში კვლავ შეჭრას, მაშინ გაუგებარია, რატომ არ უნდა მიიღონ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც მხოლოდ თავდაცვითია". - თქვა მელონიმ.

ამასთან, იტალიის პრემიერის თქმით, უკრაინაზე NATO-ს მეხუთე მუხლის გავრცელება მოლაპარაკებების დროს უნდა იყოს განხილული.

"მონურად არ უნდა მივყვეთ სხვების წინადადებებს მხოლოდ იმიტომ, რომ გადავწყვიტოთ, რა არის ჩვენი პოზიცია. ჩვენი როლი მდგომარეობს იმაში, რომ მონაწილეობა მივიღოთ საკუთარი წინადადებებით". - დაამატა მელონიმ.

უკრაინაზე NATO-ს მეხუთე მუხლის გავრცელების შესახებ მელონიმ პირველად 6 მარტს ისაუბრა. მისი თქმით, ეს შესაძლებლობას მისცემს კიევს მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები ალიანსში გაწევრიანების გარეშე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics