11:29 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 16:28:35, 882 ნახვა

მსოფლიო
„ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

„ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა“ სამი რაკეტა გაუშვა, რომელთაგან ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო, ხოლო ორი ღია ტერიტორიებზე ჩამოვარდა.

სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და განაცხადა, რომ თავდასხმა „სიონისტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაზე“ პასუხს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, სამშაბათს ისრაელმა ღაზას სექტორზე მასშტაბური ავიაიერიშები განახორციელა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზაში საჰაერო დარტყმების განახლების გადაწყვეტილება ისრაელმა „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლებაზე უარის თქმის გამო მიიღო.

საჰაერო იერიშების შემდეგ ისრაელმა დღეს ღაზაში სახმელეთო ოპერაციაც განაახლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics