|
2025-03-20 15:35:59, 1025 ნახვა
საზოგადოება
22 მარტს, 20:00 საათზე, „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართება
22 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე, „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართება. ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ წარმომადგენელმა, გიორგი მუჩაიძემ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დღეს ამერიკის კონგრესში განიხილება ქართული დემოკრატიისა და ქართველი ხალხის მხარდამჭერი ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელიც მიმართულია საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერისკენ, ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისკენ და მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა საზოგადოებამაც გამოხატოს მხარდაჭერა 22 მარტს გამართულ მიტინგზე. მსვლელობა დაიწყება მარჯანიშვილის მოედნიდან რუსთაველამდე, პარლამენტის შენობამდე. მნიშვნელოვანი დროა ჩვენი ქვეყნისთვის, როცა სერიოზული საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ ხალხის ნებას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, არამედ, მთლიანად ქართულ დემოკრატიას. ამ დროს ჩინური და რუსული გავლენები სერიოზულად იზრდება ქვეყანაში. სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია ერთი ადამიანის მიერ და დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ერთობას, ჩვენი მხარდაჭერის ჩვენებას. ამისთვის აუცილებლად საჭიროა მეტი საქართველოს მოქალაქის შეკრება 22 მარტს და ამ აქტის მხარდაჭერა. ვიკრიბებით მარჯანიშვილის მოედანზე 20:00 საათზე!“ - განაცხადა გიორგი მუჩაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)