23:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 13:11:25, 1923 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთში, ენგელსის რაიონში, დრონებით თავდასხმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთში, სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რაიონის ხელმძღვანელზე, მაქსიმ ლეონოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დადგენილების თანახმად რაიონში მუნიციპალურ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა“, - წერს ლეონოვი „ტელეგრამის“ არხზე.

მანამდე, რუსულმა „ტელეგრამ“ არხებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად, „ენგელსის“ სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმოდა და ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

მოგვიანებით, გავრცელებული ინფორმაცია სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო.

„უსაფრთხოების მიზნით, აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო, მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივების ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ყველა სამსახურია მობილიზებული“, - დაწერა გუბერნატორმა „ტელეგრამის“ არხზე.

რომან ბუსარგინის ცნობით, სარატოვის ოლქზე დრონების გამოყენებით ყველაზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ოლქის თავზე 54 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics