|
2025-03-20 11:11:07, 978 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის წარმომადგენელი „Pronovea Digital Transformation & Innovation In BFSI” სამიტს დაესწრო
საქართველოს ბანკისთვის ტექნოლოგიური სფეროს განვითარება, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე ქვეყანაში, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. თანამედროვე მიდგომების გაზიარებისა და დანერგვის მიზნით, საქართველოს ბანკის ანალიტიკური პროდუქტების განვითარების სამსახურის უფროსი მარიამ ლელაშვილი ვენაში „Pronovea Digital Transformation & Innovation In BFSI” სამიტს დაესწრო. ღონისძიება განკუთვნილი იყო საბანკო და სადაზღვევო სფეროს საშუალო და ტოპ მენეჯერებისთვის. ის სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში ნაცადი, საბანკო და სადაზღვევო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ ცოდნის გაზიარებას ისახავდა მიზნად. სპიკერებმა ისეთ თემებზე ისაუბრეს როგორიცაა: BFSI სექტორის სამომავლო ტრენდები, სამომავლო ტექნოლოგიური განვითარებები, AI ჩატბოტები და ვირტუალური ასისტენტები, ქლაუდ ტრანსფორმაცია, ინოვაციები გადახდების მიმართულებით, FinTech-ის სამომავლო განვითარება და სხვა. საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა, მარიამ ლელაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ბანკის გუნდის მიერ შემუშავებული ანალიტიკური გუნდისა და პროექტების მართვის Customized მეთოდოლოგია გაუზიარა. აღნიშნული მიდგომა საერთაშორისო ბენჩმარკთან შედარებით, ანალიტიკური პროექტების წარმატების მაღალი მაჩვენებლის ქონის შესაძლებლობას იძლევა, რაც განსაკუთრებით საინტერესოა ყველა იმ კომპანიისთვის ვინც GenAI თუ კლასიკური ML პროექტების განხორციელებით არის დაინტერესებული. „მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, საქართველოს ბანკის სახელით მონაწილეობა მიმეღო Pronovea - ს სამიტზე და საერთაშორისო აუდიტორიისთვის გამეცნო ის ინოვაციური მიდგომები და ტექნოლოგიები, რომელიც საქართველოს ბანკში წარმატებით დავნერგეთ. მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ერთის მხრივ, გაძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილება გაიზიარო, შეხვდე მათ წარმომადგენლებს. მეორეს მხრივ კი - ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები და ინოვაციები გააცნო საერთაშორისო აუდიტორიას. ზოგადად, ანალიტიკური პროექტებს ძალიან დაბალი წარმატების კოეფიციენტი აქვს, თუმცა, თუკი პროექტი სწორად იმართა ძალიან დიდი ღირებულება მოაქვს. ამიტომ მსგავსი პროექტების მართვასთან დაკავშირებული რჩევები ძალიან ღირებულია ყველა კომპანიისთვის, რომლისთვისაც დღევანდელი სწრაფად მზარდი AI შესაძლებლობებისთვის ფეხის აწყობა მნიშვნელოვანია. აღნიშნულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საფინანსო სექტორში ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის დანერგვა თანამედროვე ბიზნეს გარემოში მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს. საქართველოს ბანკი კი მოწინავე პოზიციაზეა ამ მიმართულებით და ჩვენი გამოცდილება ძალიან ღირებულია სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სხვადასხვა ინოვაციურ მიდგომებზე მუშაობას და ტექნოლოგიური სფეროს განვითარებაში წვლილის შეტანას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ანალიტიკური პროდუქტების განვითარების სამსახურის უფროსმა მარიამ ლელაშვილმა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)