|
2016-03-11 19:01:31, 843 ნახვა
სამართალი
გიორგი აბაშიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ უსწრაფესად იქნას აღნიშნული დანაშაული გამოძიებული
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს თამარ ქალდანს შეხვდა, შეხვედრისას საუბარი შეეხო დღეს ინტერნეტში გავრცელებულ მასალას, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას შეიცავდა. "მნიშვნელოვანია, რომ უსწრაფესად იქნას აღნიშნული დანაშაული გამოძიებული და შესაბამისად დაისაჯოს დანაშაულში მონაწილე თითოეული პირი, ამავდროულად თითოეული ჩვენგანის, თითოეული მოქალაქის მორალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობაა ვაჩვენოთ სრული მიუღებლობა აღნიშნული დანაშაულის მიმართ. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა არა თუ ხელი არ შევუწყოთ მსგავსი ტიპის დანაშაულის გავრცელებას და ტირაჟირებას, არამედ ვაჩვენოთ ნათელი მესიჯი ყველას, რომ შეუძლებელია მსგავსი დანაშაულით მოხდეს რაიმე ფორმით ვინმეზე მანიპულირება," - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)