|
2025-03-19 13:11:10, 570 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსის“ მობილური ჯგუფი სატვირთოების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტისთვის
„თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ხელმისაწვდომობას ზრდის და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტის მფლობელებს მობილური ჯგუფის სერვისს სთავაზობს. კომპანიის განახლებულ, გეზის ფილიალის ბაზაზე მოქმედი ჯგუფი მომხმარებელს მათთვის საჭირო დახმარებას ნებისმიერ ადგილზე გაუწევს. მომსახურება მოიცავს დიაგნოსტირებას, სწრაფ სერვისებსა და სავალი ნაწილის სრულ შეკეთებას. იაკობ დალაქიშვილი, „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალის დირექტორის მოადგილე: „ავტომობილის ფლობის გამოცდილების გამარტივება „თეგეტა მოტორსისათვის“ პრიორიტეტული საკითხია. ვფიქრობთ, მობილური სერვისის დამატებით ამ მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. სატვირთოებისა და ავტობუსების მძღოლებს უკვე შეუძლიათ ჩვენი მომსახურებით ნებისმიერ ადგილზე ისარგებლონ და მიიღონ გადაუდებელი დახმარება რათა დაზოგონ ფინანსები და დრო. ეს კი, თავის მხრივ, მათი საქმიანობის უწყვეტობას განაპირობებს. ჩვენმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის, რომ გეზის ტერიტორიაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ განახლებული სერვისცენტრი, რომელიც მთლიანად გერმანული ბრენდის MAN-ის სტანდარტებზეა მორგებული, სწორედ სატვირთო ავტომობილებზე კონცენტრირდება. გვინდოდა, ამ კუთხით მომხმარებლისათვის სრული სერვისი მიგვეწოდებინა, რაც გულისხმობს მომსახურებას, როგორც უშუალოდ სერვისცენტრში, ისე გამოძახებით საქართველოს ნებისმიერ წერტილში. მაღალი ხელმისაწვდომობა, ხარისხი, სანდოობა, გარანტია ნაწილებზე და სრული პასუხისმგებლობა გაწეულ სამუშაოებზე - ეს ჩვენი სერვისის უპირატესობებია“.
იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს პრობლემის იდენტიფიცირება უჭირს, „თეგეტა მოტორსის“ დამხმარე ჯგუფი მას დიაგნოსტირებაშიც დაეხმარება. საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამის საავტომობილო ნაწილს „თეგეტა მოტორსის“ უახლოესი საწყობიდან მიუტანენ და შეუცვლიან. პარალელურად, მიმდინარეობს ავტომობილის საბაზისო შემოწმება, მათ შორის ზეთის დონის ძრავაში, საბურავებისა თუ ანტიფრიზის ტემპერატურული მაჩვენებლის. კომპანიაში აცხადებენ, რომ კვალიფიციური მობილური ჯგუფები „თეგეტა მოტორსის“ სატვირთო ავტომობილების სერვისცენტრს რიგების მართვასა და მომხმარებლებისთვის სრულყოფილი სერვისის მიწოდებაში დაეხმარებიან. ამასთანავე, მომხმარებლები იგივე სერვისს იღებენ დროისა და ფინანსური ხარჯების დაზოგვით. მომსახურების ფასები ადგილზე არ იცვლება. გამოძახების თანხა კი კილომეტრაჟის მიხედვით განისაზღვრება. ამ ეტაპისათვის ერთი მობილური ჯგუფი ფუნქციონირებს და ნებისმიერი ბრენდის კომერციულ ავტოტრანსპორტს, ავტობუსებსა და სატვირთოებს ემსახურება. ცხელ ხაზზე დაკავშირება და შეტყობინების დაფიქსირება მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია, თუმცა უშუალოდ სერვისის მიღება 09:30-დან 18:30 სთ-მდეა შესაძლებელი. დამხმარე ჯგუფებისა და სამუშაო საათების რაოდენობა მოთხოვნის შესაბამისად გაიზრდება. სატვირთოებისათვის განკუთვნილი მობილური სერვისბრიგადის ბაზა „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მდებარეობს. განახლებული ცენტრი მომხმარებელს დიდი გაბარიტების ავტომობილების სრულ სერვისსა და ორიგინალ ნაწილებს სთავაზობს - დაწყებული რემონტით, ავტომანქანების რეცხვის ჩათვლით. მულტიბრენდული ცენტრი როგორც ადგილობრივ ავტოპარკს, ისე ტრანზიტულად მოძრავ სატვირთოებს ემსახურება და, ჯამში, სხვადასხვა დანიშნულების ოთხ სივრცეს აერთიანებს. მათგან ორი უკვე ამოქმედებულია. სრული დატვირთვით კი გეზის ფილიალი 2025 წლის შემოდგომაზე დაიწყებს მუშაობას. თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)