23:02 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 19:03:51, 667 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - გაბრიელიუს ლანდსბერგისისგან მოვისმინეთ კარგი რჩევები, რომელიც მეტი მხარდაჭერის მოპოვებაში მოგვეხმარება

მთავარია, გაბრიელიუს ლანდსბერგისისგან მოვისმინეთ კარგი რჩევები, რომელიც საგარეო სარბიელზე მეტი მხარდაჭერის მოპოვებაში მოგვეხმარება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ლიეტუვის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ძალიან კარგი შეხვედრა იყო. საქართველოსთვის ასეთი ვიზიტები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის მხარდაჭერა ქართველი ხალხის. მთავარია, რომ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისგან მოვისმინეთ კარგი რჩევებიც, რომელიც ჩვენ მოგვეხმარება საგარეო სარბიელზე მეტი მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ამაზე გვქონდა საუბარი. ზოგადად, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ როგორც საპარლამენტო არჩევნებს, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მთავარი გადამწყვეტი არის ჩვენი ერთსულოვანი რეზისტანსი, წინააღმდეგობა რაც გვაქვს და იზოლაცია, რომელშიც „ქართული ოცნება“ არის, როგორც შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, კითხვაზე, რა სტატუსით იმყოფება გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში, ვაშაძემ თქვა: „შეგიძლიათ, ჰკითხოთ, არ დავინტერესებულვარ. საქართველოს კარგი მეგობარია და სერიოზული კონტაქტები აქვს. პატარა კაცი არ არის, დიდი კაცია, ეს თუ გაინტერესებთ.”

საქართველოში მყოფი ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics