|
2025-03-18 14:57:26, 463 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - ახლა მზეც უნდა ავკრძალოთ, რადგან მზეზე უფრო მეტი ხალხი გამოვა აქციებზე
ხელისუფლებამ ხალხი ვერ და ფონდები „დააპატიმრა“. ეს კი მათი [„ქართული ოცნების“] კარგი ცხოვრებით გამოწვეული არ არის, ვერ აჩერებენ ხალხის პროტესტს - სიკეთის კეთება აკრძალეს. ახლა მზეც უნდა ავკრძალოთ, რადგან მზეზე უფრო მეტი ხალხი გამოვა აქციებზე, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე რამდენიმე ფონდის, მათ შორის „ნანუკას ფონდის“ ანგარიშების დაყადაღებას. მისი თქმით, ფონდები მხოლოდ აქციებთან არ იყო დაკავშირებული და ისინი უამრავ სიკეთეს აკეთებდნენ, მათ შორის, გურიაში სტიქიის დროს, ხალხისთვის პირველად დახმარებას, როდესაც „მთავრობას ეძინა“. „რეჟიმმა მანამდე ყველა რეპრესიული მეთოდი გამოიყენა - ადამიანებს აშინებდნენ, 5000-ლარიან ჯარიმებს უწერდნენ, სახლთან უსაფრდებოდნენ, მაგრამ ხალხი მაინც გამოდის ქუჩაში, რადგან ეს ხალხი გულწრფელად აპროტესტებს. ხელისუფლებამ ხალხი ვერ და ფონდები დააპატიმრა. ეს კი მათი კარგი ცხოვრებით გამოწვეული არ არის, ვერ აჩერებენ ხალხის პროტესტს. „ნანუკას ფონდისა“ და სხვა ფონდების „დაკავება“ არ გამოვა, რადგან ხელისუფლების შესაძლებლობებიც ლიმიტირებულია. კანონმდებლობით არსად არ წერია, რომ კანონდარღვევის გამო მიღებული ჯარიმა მაინც და მაინც დაჯარიმებულმა პირმა უნდა გადაიხადოს, ბუნებრივია სტუდენტი 5000 ლარს ვერ გადაიხდის, სწორედ ეს ფუნქცია ჰქონდა ფონდებს [აქციებზე დაჯარიმებული პირებისთვის ჯარიმების გადახდის]. ესენი არიან რუსი ბოლშევიკები, მათ რომ შეეძლოთ ფონდებს კი არა საქართველოს ჟანგბადსაც გადაუკეტავდნენ. საუბრობენ, რომ ფონდის მიერ გამოყოფილი თანხებით ხდებოდა აქციებზე პიროტექნიკის შეძენა. რა პიროტექნიკაზე ვსაუბრობთ, როცა დათვის ტყვიებით დალეწეს ადამიანები და გამოძიება არავის არ ჩაუტარებია, ძვლები დაუმტვრიეს ადამიანებს, 500-ზე მეტი ადამიანია ნაცემი და ვიღაცის, სადღაც გასროლილი პიროტექნიკა გახდა პრობლემა? ხალხის ცემა და პიროტექნიკის გამოყენება ერთი და იგივეა? ქიმიური ნივთიერებებით რომ წამლავდნენ ადამიანებს და დღემდე რომ არ ვიცით რა გავლენა იქონია ამ ნივთიერებებმა ადამიანებზე, ამაზე გამოძიება არც დაწყებულა და პიროტექნიკის გასროლა გაახსენდათ. ეს ფონდები მხოლოდ აქციებთან არ იყო დაკავშირებული, ამ ფონდებით უამრავი სიკეთე კეთდებოდა, მათ შორის, როდესაც გურიაში სტიქია მოვიდა და მთავრობას ეძინა, სწორედ ნანუკას ფონდი იყო, რომელმაც ხალხს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. სიკეთის კეთება აკრძალეს. ახლა მზეც უნდა ავკრძალოთ, რადგან მზეზე უფრო მეტი ხალხი გამოვა [აქციებზე]“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. ასევე პოლიტიკოსი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მისჯას გამოეხმაურა. პაატა მანჯგალაძის შეფასებით, „რეჟიმი მიხეილ სააკაშვილს ყველაფერს აბრალებდა“. „როგორც საქმეში ამოვიკითხე მიხეილ სააკაშვილს ცხვარში 3000 ლარის გადახდას, პიჯაკის ყიდვასა და გასვენებისთვის თაიგულის შეძენასა და მიტანას ედავებოდნენ. კობახიძე რომ მივიდა თემურ-ლენგის საფლავთან, მაინტერესებს ის თაიგული თავისი ფულით უყიდა?“- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)