13:10 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 14:30:35, 496 ნახვა

მსოფლიო
ბალტიისპირეთი და პოლონეთ ოტავას კონვენციის დატოვებას გეგმავენ

ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი ოტავას კონვენციიდან გასვლას გეგმავენ, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას კრძალავს.

ოთხივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა 18 მარტს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ისინი კონვენციიდან გამოსვლას ერთსულოვნად მხარს უჭერენ.

"ეს გადაწყვეტილება მკაფიო გზავნილია, რომ ჩვენი ქვეყნები საკუთარი ტერიტორიებისა და თავისუფლების დასაცავად ყველა აუცილებელი ზომის მიღებად მზად არიან" - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია ქვეყნების პარლამენტებს.

მინისტრებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ოტავას კონვენციის რატიფიკაციის შემდეგ რეგიონის უსაფრთხოების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, ხოლო რუსეთსა და ბელარუსის მოსაზღვრე NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის სამხედრო საფრთხეები საგრძნობლად გაიზარდა.

"ამ გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ – ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრები ერთსულოვნად ვუჭერთ მხარს ოტავას კონვენციიდან გამოსვლას" – განაცხადეს მინისტრებმა.

მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ მიუხედავად იარაღის კონტროლის შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლისა, მათი ქვეყნები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ერთგულნი დარჩებიან, მათ შორის, დაიცავენ სამოქალაქო პირებს შეიარაღებული კონფლიქტის დროს.

აღსანიშნავია, რომ ოტავას კონვენციას ევროკავშირის ყველა ქვეყანა უჭერს მხარს, მაშინ როდესაც ჩინეთი, რუსეთი, აშშ, ინდოეთი და პაკისტანი მას არ შეუერთდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics