09:37 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-17 19:46:16, 769 ნახვა

მსოფლიო
კაია კალასი - რუსეთის ნდობა არ შეიძლება

რუსეთის ნდობა არ შეიძლება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას მიესალმებიან და აღნიშნა, რომ „ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა“.

„მაგიდის გარშემო ყველას ესმის, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. ისინი ამ შესაძლებლობას ყველა სახის მოთხოვნის წამოსაყენებლად გამოიყენებენ“, - განაცხადა კალასმა.

მისი თქმით, უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფის ინიციატივას ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.

„რა თქმა უნდა, ახლა საუბარი დეტალების შესახებ არის. ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე დასკვნა მივიღეთ, რომ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით წინ სწრაფად უნდა წავიწიოთ. მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას, რათა მან საკუთარი თავის დაცვა შეძლოს“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

კაია კალასი აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ „რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეჩერებისა და „ამერიკის ხმის“ თანამშრომლების ადმინისტრაციულ შვებულებაში გაშვების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„სამწუხაროა, რომ აშშ დაფინანსებას წყვეტს. ახლა ჩვენ წინაშე დგას შეკითხვა, შეგვიძლია თუ არა საკუთარი დაფინანსებით ის სიცარიელე შევავსოთ, რომელსაც აშშ ტოვებს. ამ კითხვაზე პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ავტომატურად არ მოხდება, რადგან ჩვენ ბევრი ორგანიზაცია გვყავს, რომლებიც იმავე თხოვნით მოგვმართავენ“, - განაცხადა კაია კალასმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics