13:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-17 12:09:41, 446 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი საგარეო - სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა უკრაინაში უიარაღო დამკვირვებლებს ითვალისწინებდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს თქმით,  უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა "გულისხმობდეს უკრაინაში უიარაღო დამკვირვებლების, სამოქალაქო მისიის განთავსებას, რომელიც გააკონტროლებს შეთანხმების ცალკეული ასპექტების შესრულებას, ან გარანტიის მექანიზმებს".

ამის შესახებ გრუშკომ, გამოცემა "Известия"-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"თუ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე ვსაუბრობთ, მაშინ, რა თქმა უნდა, მას გარე კონტური ექნება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ უსაფრთხოების რკინის გარანტიები ამ შეთანხმების ნაწილი იყოს" - თქვა გრუშკომ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვის ასევე ამბობდა, რუსეთი უკრაინაში NATO-ს სამხედრო კონტინგენტის განლაგებას არ მოითმენს. მისი თქმით, რუსეთი NATO-ს სამხედროების ყოფნას უკრაინაში ზუსტად ისე შეაფასებს, როგორც ადრე განიხილავდა NATO-ს პოტენციურ განლაგებას უკრაინაში.

ლავროვის თქმით, "ეს უკვე აღარ იქნება ვითომდა ჰიბრიდული მონაწილეობა, არამედ ომში NATO-ს ქვეყნების რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი, ოფიციალური და დაუფარავი ჩართვა".

მან ასევე დაამატა, რომ მოსკოვი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ბირთვულ რიტორიკას რუსეთისთვის მუქარად განიხილავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics