|
2025-03-17 10:22:27, 691 ნახვა
საზოგადოება
17 მარტი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 მარტს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს ჩრდილო რაიონებში ზოგან წვიმა. აღმოსავლეთ საქართველოში უნალექოდ. საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ჩრდილო რაიონებში ზოგან წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ; სანაპირო რაიონებში სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +20, +25°; მაღალ მთაში ღამით -1, +4°, დღისით +15, +20°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. დღისით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2, +7°, ზოგან +12°-მდე, დღისით +24, +29°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +20, +25°; მაღალ მთაში ღამით -3, +2°, დღისით +15, +20°. თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. დღისით ჩრდილო-დასავლეთის ქარი 8 -13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +11°, დღისით +29°.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)