|
2025-03-17 09:08:14, 515 ნახვა
პოლიტიკა
გუბაზ სანიკიძე - არის ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ ფუნქციას არ ასრულებს, ასეთია სალომე ზურაბიშვილი
ადამიანს ჰქვია სახელი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ ფუნქციას არ ასრულებს, ასეთია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც დავაბრალეთ, არც თვითონ თქვა ამაზე უარი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. მისივე თქმით, რუსთაველის გამზირსა და პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთთან ტექნიკური საკითხები აქვს შესაჯერებელი. „დროა, დეტალიზება მოხდე ამ მოთხოვნების, რადგან მოთხოვნები, რომლებიც დეტალიზებული არ არის, უფრო სურვილებს ემსგავსება. ამიტომ გასარკვევი გვაქვს, ვის ხელში ტარდება, როგორ ტარდება არჩევნები, მოლაპარაკების საფუძველით ხდება, რევოლუციის სახით ხდება, როგორ ხდება. ჩვენ ახლა რევოლუციების გადატანის უნარი არ გვაქვს, რადგან ხიფათებია ჩვენ გარშემო. ამიტომ ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ეს ძალა, რაც არის რუსთაველის გამზირზე, და, ზოგადად, რუსთაველის გამზირია ახლა პოლიტიკური პროცესი საქართველოში, გარე ფაქტორები, აგერ ვუყურებთ, სერბეთში, სლოვაკეთში რა ხდება, უნგრეთში რა ხდება, გარკვეულწილად აღმოსავლეთ ევროპაში, რომლის ნაწილი ჩვენც ვართ. უნგრეთი ერთი ნაბიჯით გვისწრებს წინ, მათ ლიდერი გამოუჩნდათ უკვე, ახალგაზრდა ლიდერი, სერბებსაც ჰყავთ ლიდერი. ჩვენთან ლიდერობის საკითხი ტაბუდადებული თემაა, ყველა თავს არიდებს. ლიდერი მაინცდამაინც ერთ პერსონას კი არ ნიშნავს, ის შეიძლება ადამიანების ჯგუფი იყოს, გადაწყვეტილებების მიმღები ვინც არის. ადამიანს ჰქვია სახელი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ ფუნქციას არ ასრულებს, ასეთია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც დავაბრალეთ, არც თვითონ თქვა ამაზე უარი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი. კი ბატონო, ვაღიარებთ პრეზიდენტად, მაგრამ მეორე მხარე არ აღიარებს მას პრეზიდენტად. პრეზიდენტი რომ გერქვას, პრეზიდენტივით უნდა იქცეოდე, პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს უნდა იღებდე, თუნდაც იმ შეზღუდული კონსტიტუციით, რა შეზღუდვებიც აქვს დღევანდელ საპრეზიდენტო ინსტიტუტსს. 109-ე დღეა, ეს ნიშნავს გამძლეობას, შეუპოვრობას ქართველი ხალხის, მაგრამ 109-ე დღეზე შედეგი უნდა იყოს, ხომ? რა გვინდა, რა უნდა რუსთაველის გამზირს, რა შეკვეთას აკეთებს, როგორ იქცევიან პოლიტიკური პარტიები? ყბადაღებული ერთიანობა, ყველა იძახის, უპრეცედენტო ერთიანობა, რაში გამოიხატება, არაფერზე შეთანხმებული არ ვართ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში. ამასთან, გუბაზ სანიკიძის შეფასებით, ხალხის გამოსვლები რომ არ ყოფილიყო, ოპოზიცია, შესაძლოა, პარლამენტში შესულიყო. „ხალხის შეკვეთაა, რომ ჩვენ პარლამენტში არ ვსხედვართ, თორემ ეს გამოსვლები რომ არ ყოფილიყო, ვიყოთ გულწრფელები, შეიძლება შესულიყო ოპოზიცია პარლამენტში. ეს გამოსვლები რომ არ დაწყებულიყო, და ეს გამოსვლები არჩევნების გაყალბების გამო კი არ დაწყებულა, ეს გამოიწვია კობახიძის ბრიყვულმა განცხადებამ“, – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ. გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)