|
2025-03-16 13:32:45, 833 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იქნებოდა
„ნაციონალურ მოძრაობასა“ და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის გადაულახავ განსხვავებად დარჩება, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტი სააკაშვილის არშეწყალებაზე, ამ ფაქტს ისტორია შეაფასებს, როგორც ერთი მედასავლეთე პრეზიდენტი, რომელმაც მეორე მედასავლეთე პრეზიდენტი არ შეიწყალა და მისი ხელით დატოვა ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტყვეობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა თვალსაზრისით უწყობს ხელს გაერთიანებას. „გასაგებია, რომ მისი შეწყალება არ გამოიწვევდა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას, ეს გვესმის და გვაქვს გათავისებული, მაგრამ ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში, სადაც სინამდვილეში ერთი ხაზია, სადაც არის მედასავლეთე, თავისუფალი, პროევროპული საქართველო და მეორე მხარეს არის ივანიშვილის რუსული რეჟიმი, ძალიან მნიშვნელოვანია მორალური პოლიტიკური სიცხადე და ამ თვალსაზრისით ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი. თავად პრეზიდენტ სააკაშვილის თხოვნა იყო მისი მხარდამჭერების, „ნაციონალური მოძრაობის“ და შესაბამისად ჩემს მიმართაც, რომ ჩვენ ყველა ფორმატში, რომელიც ოპოზიციის ერთიანობას ემსახურება, მონაწილეობა მიგვეღო. იმედი მაქვს, რომ 31 მარტი იქნება ამის შესაძლებლობა და ეს ერთგვარ ბოლო ვადად უნდა განვსაზღვროთ, რადგან თუ ეს ერთობა მართლაც არის ეფემერული, არარეალისტური და უტოპიური, მაშინ უნდა დავასრულოთ ყალბი საუბარი აღნიშნულზე და ყველა პარტიამ საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედოს ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა თვალსაზრისით უწყობს ხელს გაერთიანებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის ყველაზე სწორი გზა გამარჯვებისთვის. ძლიერი, სუსტი თუ საშუალო კოორდინაცია და კოორდინაციის გრადაცია არ არის ჩემი აზრით ის რეალური მოლოდინი, რაც არსებობს საზოგადოებაში. ქვეყნის შიგნით კოორდინაციის რეალური შესაძლებლობა მდგომარეობს ერთიან ფრონტში, ერთიან სამომავლო სიაში, ერთიან პოლიტიკურ გაერთიანებაში. თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იქნება ადამიანი, რომლის ირგვლივაც შეიქმნება ეს ერთობა, ვფიქრობ, ყველაზე რეალისტურია, ან თუ არ შედგა ამ დისკუსიას უნდა დაესვას წერტილი და მე ასეთ თარიღად ყველაზე რეალისტურად წარმომიდგენია 31 მარტი. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჰქონდა და ექნება ყველაზე ცხადი, მტკიცე და გამოკვეთილი პოლიტიკური იდენტობაც და დღის წესრიგიც, ამაში არ მდგომარეობს პრობლემა, როცა საზოგადოების დაკვეთა გაერთიანებაა, ამას ადეკვატურად და გულწრფელად უნდა უპასუხონ პოლიტიკოსებმა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)